📚 სამუშაო ფურცლები მე-2 კლასისთვის: „სამი ბიჭი“ (გიორგი ივანიშვილი) კოლეგებო, გაგიზიარებთ 10-გვერდიან სამუშაო რვეულს მოთხრობა „სამი ბიჭის“ საფუძველზე. შეგიძლიათ ბეჭდვისთვის პირდაპირ გამოიყენოთ. ✏️ რას შეიცავს: წაკითხულის გააზრება და მოვლენათა თანმიმდევრობა გრამატიკა: არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი, რიცხვი, წინადადების შედგენა შემოქმედებითი დავალებები: მეზობლისა და ბიჭების დიალოგი, წერილი პერსონაჟს, ახალი სათაური, კომიქსი ფერადი ილუსტრაციები და სურათი მოსახატად პასუხები მასწავლებლისთვის მოთხრობა ბავშვებს სიმართლის თქმაზე, პასუხისმგებლობასა და შეცდომის გამოსწორებაზე მშვენივრად ესაუბრება, ამიტომ დავალებები საკლასო განხილვისთვისაც გამოდგება. სამი ბიჭი (სამუშაო ფურცელი) 💛
Комментарии
Отправить комментарий